წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს Enovus Energy-ის ვებგვერდით სარგებლობას. ვებგვერდზე შემოსვლით და მისით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მათ, სანამ ვებგვერდით ისარგებლებთ. ეს არის ზოგადი პირობები და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
პირობებზე თანხმობა
ამ ვებგვერდით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ წაიკითხეთ, გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, არ ისარგებლოთ ვებგვერდით.
ვებგვერდის შესახებ
ENOVUS Energy არის მზისა და ჰიდროენერგიის EPC კომპანია, რომელიც საქმიანობს საქართველოში. ეს ვებგვერდი ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მიზნად ისახავს ჩვენი სერვისების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოწოდებას. ვებგვერდზე განთავსებული შინაარსი არ წარმოადგენს სავალდებულო შეთავაზებას და არ წარმოშობს სამართლებრივ ვალდებულებას ჩვენსა და მომხმარებელს შორის.
სარგებლობის წესები
ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ ვალდებული ხართ, არ:
- გამოიყენოთ ვებგვერდი ბოროტად ან მისი დანიშნულების საწინააღმდეგოდ;
- გამოიყენოთ ავტომატური საშუალებები მონაცემთა შესაგროვებლად (scraping, (ბოტები და სხვა მსგავსი პროგრამები) ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა საჯარო საძიებო სისტემების ბოტებისა, რომლებიც იცავენ robots.txt-ის წესებს; იცავენ;
- უნებართვოდ დააკოპიროთ, გაავრცელოთ ან შეცვალოთ ვებგვერდის შინაარსი;
- გამოიყენოთ ვებგვერდი ნებისმიერი უკანონო, მავნე ან ისეთი მიზნით, რომელიც ზიანს აყენებს ვებგვერდს, მის ფუნქციონირებას ან სხვა მომხმარებლებს.
ინტელექტუალური საკუთრება
ვებგვერდის სრული შინაარსი (მათ შორის ლოგო, ტექსტები, გამოსახულებები, გრაფიკა და დიზაინი) წარმოადგენს Enovus Energy LLC-ის საკუთრებას ან გამოიყენება სათანადო უფლებამოსილებით და დაცულია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით. აღნიშნული მასალების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობით.
ROI კალკულატორი და შეფასებები
ვებგვერდზე განთავსებული ROI კალკულატორი და ნებისმიერი მონაცემი დანაზოგის, უკუგების ვადის (payback) ან ღირებულების შესახებ ატარებს მხოლოდ მიახლოებით და საინფორმაციო ხასიათს. ეს მაჩვენებლები არ წარმოადგენს სავალდებულო შეთავაზებას ან გარანტირებულ ფასს.
ზუსტი მაჩვენებლები განისაზღვრება მხოლოდ კონკრეტული ობიექტის ინდივიდუალური საინჟინრო შეფასების საფუძველზე და შესაძლოა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს კალკულატორის შედეგებისგან.
გარანტიის უარყოფა
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოწოდებულია „როგორც არის“ (as is) პრინციპით. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას ინფორმაციის სიზუსტის, სისრულის, აქტუალურობისა და ვებგვერდის უწყვეტი და უშეცდომო ხელმისაწვდომობის თაობაზე.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, Enovus Energy არ აგებს პასუხს ნებისმიერ ზიანზე, რომელიც წარმოიშობა ამ ვებგვერდით სარგებლობის ან მისით სარგებლობის შეუძლებლობის შედეგად.
მესამე მხარის ბმულები
ვებგვერდი შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებგვერდებზე. მსგავსი ბმულები მოწოდებულია მხოლოდ თქვენი კომფორტისთვის და ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ამ ვებგვერდების შინაარსზე, მათ ფუნქციონირებასა თუ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.
კონფიდენციალურობა
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება რეგულირდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით.. ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ამ პოლიტიკის პირობებს.
მოქმედი სამართალი და დავების გადაწყვეტა
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ამ პირობებთან ან ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
ცვლილებები
ENOVUS Energy იტოვებს უფლებას, დროდადრო განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები. ნებისმიერი ცვლილება აისახება ამავე გვერდზე, ხოლო ზედა ნაწილში მითითებული „„ბოლო განახლების“ თარიღი ასახავს უახლეს ვერსიას. გთხოვთ, პერიოდულად გადახედოთ ამ პირობებს.
კონტაქტი
ამ წესებთან და პირობებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელფოსტაზე: info@enovus.ge ან დაგვირეკეთ ნომერზე: 032 212 11 01.