ჰიდროენერგეტიკული გადაწყვეტილებები
არსებული ჰესების რევიზია, ეფექტიანობის შეფასება და მცირე ჰესების პროექტირება. მასშტაბური ჰიდროპროექტები ხორციელდება იტალიურ საინჟინრო კომპანია Frosio Next-თან პარტნიორობით.
ჰიდროენერგეტიკული სერვისები
ენოვუსი ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით უზრუნველყოფს საინჟინრო მხარდაჭერას, არსებული სადგურების ეფექტიანობის შეფასებას და მცირე ჰიდროელექტროსადგურების პროექტირებას. მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტები ხორციელდება იტალიურ საინჟინრო კომპანია Frosio Next-თან თანამშრომლობით, რომელიც 40 წელზე მეტია ჰიდროენერგეტიკის სფეროში ოპერირებს და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით ახორციელებს პროექტებს.
არსებული ჰესების რევიზია
არსებული ჰიდროსადგურის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, ინსპექტირება და მუშაობის ეფექტიანობის ანალიზი.
ეფექტიანობის ოპტიმიზაცია
ენერგოგენერაციის ზრდის პოტენციალის გამოვლენა და ტექნიკური რეკომენდაციების მომზადება.
მცირე ჰესების პროექტირება
პირველადი კვლევების, ტექნიკური კონცეფციისა და საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება.
მასშტაბური ჰიდროპროექტების განხორციელება
დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.
რატომ Enovus?
- 01
პრაქტიკული საინჟინრო გამოცდილება
გამოცდილი გუნდი ენერგეტიკული პროექტების შეფასებისა და დაგეგმვის მიმართულებით.
- 02
ინდივიდუალური მიდგომა
თითოეული პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური თავისებურებების გათვალისწინებით.
- 03
საერთაშორისო გამოცდილებაზე წვდომა
ადგილობრივი ექსპერტიზისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაერთიანება საუკეთესო ტექნიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
- 04
ეფექტიანობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები
მიზანი არა მხოლოდ პროექტის მომზადება, არამედ მისი გრძელვადიანი წარმატებაა.
ხშირად დასმული კითხვები
ყველაზე ხშირად დასმული კითხვები ENOVUS-ის ჰიდროენერგეტიკული პროექტების შესახებ.
ვმუშაობთ მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე. თითოეულ მათგანს სრული საინჟინრო ციკლით ვუზრუნველყოფთ: დაპროექტება, ინჟინერია და ტექნიკური მხარდაჭერა ექსპლუატაციის ეტაპზე.
მომსახურება მოიცავს დაპროექტებას, საინჟინრო გადაწყვეტების შემუშავებასა და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას პროექტის ეფექტური და საიმედო მუშაობისთვის.
თანამშრომლობა იწყება ობიექტისა და პროექტის ტექნიკური შეფასებით, რის საფუძველზეც ვამზადებთ ინდივიდუალურ საინჟინრო გადაწყვეტას.