მიიღეთ შეთავაზება

დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია და მიიღეთ ობიექტის უფასო შეფასება.

ტექნიკოსები მზის სადგურზე მუშაობისას
SolarCare

SolarCare - თქვენი მზის ელექტროსადგურის უწყვეტი ეფექტიანობისთვის.

ენოვუსი-ის სრული ტექნიკური მხარდაჭერა: 24/7 მონიტორინგი, პრევენციული სერვისი და ოპერატიული რეაგირება თქვენი ელექტროსადგურის უწყვეტი მუშაობისთვის.

გაეცანით პაკეტებს
მომსახურება

რას მოიცავს SolarCare?

მზის ელექტროსადგური გრძელვადიანი ინფრასტრუქტურაა. SolarCare უზრუნველყოფს მის სტაბილურ, უსაფრთხო და ეფექტურ მუშაობას ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მონიტორინგი

სისტემის 24/7 მონიტორინგი ხარვეზების დროული გამოვლენისა და უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად.

პანელების წმენდა

პროფესიონალური წმენდა, რომელიც ხელს უწყობს სისტემის მაქსიმალური წარმადობის შენარჩუნებას.

პრევენციული მომსახურება

გეგმური ტექნიკური ინსპექტირება და პროფილაქტიკური სამუშაოები პოტენციური რისკების თავიდან ასაცილებლად.

რატომ არის მნიშვნელოვანი

თქვენი სადგურის მაქსიმალური წარმადობა - ინვესტიციის გარანტია.

მზის ელექტროსადგური მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. რეგულარული მონიტორინგისა და ტექნიკური მომსახურების გარეშე სისტემის გაუმართაობისა და გამომუშავების შემცირების რისკი იზრდება. SolarCare უზრუნველყოფს, რომ თქვენი ინვესტიცია მრავალი წლის განმავლობაში მაქსიმალური ეფექტიანობით მუშაობდეს.

24/7
უწყვეტი მონიტორინგი

ინვერტორებისა და სისტემის მუშაობის კონტროლისთვის.

5-20%
შესაძლო დანაკარგი

არასაკმარისი მოვლის შემთხვევაში.

48-72 სთ
ოპერატიული რეაგირება

რეაგირების საშუალო დრო ტექნიკური შეფერხებისას.

პროცესი

ოთხი ნაბიჯი თქვენი სისტემის საიმედო მუშაობისთვის.

SolarCare-ის სერვისი შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი ელექტროსადგური მუდმივად ეფექტურად და უსაფრთხოდ მუშაობდეს.

01

შეფასება

ელექტროსადგურის ტექნიკური მდგომარეობისა და საჭიროებების შეფასება.

02

ინდივიდუალური გეგმა

მომსახურების გეგმის შემუშავება თქვენი სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებით.

03

მომსახურება

მონიტორინგი, გეგმური ინსპექტირება და პრევენციული ტექნიკური სამუშაოები.

04

ოპერატიული მხარდაჭერა

საჭიროების შემთხვევაში, ენოვუსის გუნდი უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას.

პაკეტები

აირჩიეთ SolarCare პაკეტი თქვენი საჭიროებების შესაბამისად.

SolarCare-ის ორივე პაკეტი შექმნილია თქვენი სისტემის ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად. პრემიუმ პაკეტი დამატებით მოიცავს უფრო ხშირ ტექნიკურ ვიზიტებსა და დაჩქარებულ რეაგირებას.

სტანდარტული

სისტემის გამართული მუშაობა და საიმედო ტექნიკური მხარდაჭერა.

  • 24/7 დისტანციური მონიტორინგი
  • ინვერტორების დიაგნოსტიკა
  • გეგმური მომსახურება ადგილზე, წელიწადში 1-ჯერ
  • თერმული ინსპექტირება დრონით, წელიწადში 1-ჯერ
  • კვარტალური ანგარიშგება
  • გადაუდებელი რეაგირება 48-72 საათში
რეკომენდებული

პრემიუმ

სისტემის უწყვეტი დაცვა, ოპერატიული რეაგირება და პრიორიტეტული მხარდაჭერა.

  • 24/7 დისტანციური მონიტორინგი
  • ინვერტორების დიაგნოსტიკა
  • გეგმური მომსახურება ადგილზე, წელიწადში 2-ჯერ
  • თერმული ინსპექტირება დრონით, წელიწადში 2-ჯერ
  • ყოველთვიური ანგარიშგება
  • გადაუდებელი რეაგირება 24-48 საათში

ყველაფერი, რაც SolarCare-ის შესახებ უნდა იცოდეთ.

მიიღეთ პასუხები SolarCare-ის მომსახურების, რეაგირების ვადებისა და ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

SolarCare მოიცავს 24/7 მონიტორინგს, გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, პანელების წმენდას, თერმულ ინსპექტირებასა და ტექნიკური შეფერხებების შემთხვევაში, ოპერატიულ რეაგირებას.

სტანდარტული პაკეტის შემთხვევაში რეაგირების დრო შეადგენს 48-72 საათს, ხოლო პრემიუმ პაკეტის მომხმარებლებისთვის - 24-48 საათს.

მომსახურების სიხშირე დამოკიდებულია სისტემის ტიპსა და გარემო პირობებზე. რეკომენდებულია მინიმუმ ერთი გეგმური ტექნიკური ინსპექტირება წელიწადში.

მონიტორინგი უზრუნველყოფს სისტემის მუშაობის მუდმივ კონტროლს, ხარვეზების ადრეულ აღმოჩენასა და წარმადობის შენარჩუნებას.

დიახ. SolarCare ხელმისაწვდომია ნებისმიერი მზის ელექტროსადგურისთვის, მიუხედავად იმისა, ვინ განახორციელა მისი მშენებლობა.

დაიცავით თქვენი ინვესტიცია. შეინარჩუნეთ მაქსიმალური წარმადობა.

მიიღეთ SolarCare ტექნიკური მომსახურება და უზრუნველყავით თქვენი მზის ელექტროსადგურის ეფექტური მუშაობა მრავალი წლის განმავლობაში.

032 212 11 01