ენერგოდამოუკიდებლობა თქვენი ბიზნესისთვის.
ენოვუსი ახორციელებს მზის ენერგეტიკული პროექტების სრულ EPC ციკლს, დაგეგმვიდან მშენებლობამდე, ქსელთან მიერთებასა და გრძელვადიან ექსპლუატაციამდე.
- 70+ პროექტი
- 15+ მუნიციპალიტეტი
- 55+ მგვტ დადგმული სიმძლავრე
ენოვუსი თანამშრომლობს სხვადასხვა სფეროს წამყვან კომპანიებთან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ვთანამშრომლობთ წამყვან ენერგეტიკულ და ინდუსტრიულ ბრენდებთან
ენოვუსი რიცხვებში
ენოვუსი ქმნის და ავითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს საქართველოს მასშტაბით, მცირე სადგურებიდან ფართომასშტაბიან ენერგეტიკულ პროექტებამდე.
ქმნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას საქართველოში.
წარმატებით განხორციელებული მზისა და ჰიდრო ენერგიის პროექტები.
საქართველოს მასშტაბით განხორციელებული პროექტები.
მზისა და ჰიდრო პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე.
ენერგეტიკული გადაწყვეტილებები ნებისმიერი მასშტაბის პროექტისთვის
ბიზნესი, ჰიდროენერგეტიკა თუ ტექნიკური მხარდაჭერა - ენოვუსი უზრუნველყოფს პროექტის სრულ ციკლს, პროექტის ინიცირებიდან სადგურის მრავალწლიან ექსპლუატაციამდე.
ბიზნესისთვის
კომერციული და ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურები, რომლებიც ამცირებს ენერგიის ხარჯებს და ზრდის თქვენი ბიზნესის ენერგოდამოუკიდებლობას.
მოვლა-პატრონობა
SolarCare - მუდმივი მონიტორინგი და ტექნიკური მხარდაჭერა თქვენი სისტემის უწყვეტი და ეფექტური მუშაობისთვის.
ჰიდროენერგეტიკა
არსებული ჰესების რევიზია, ეფექტიანობის შეფასება და მცირე ჰესების პროექტირება.
პროექტის ინიცირებიდან სადგურის მრავალწლიან ექსპლუატაციამდე.
ენოვუსი მართავს პროექტის თითოეულ ეტაპს - დაპროექტებიდან და მშენებლობიდან, ქსელთან მიერთებასა და მრავალწლიან ტექნიკურ მხარდაჭერამდე.
პროექტები, რომლებიც ქმნის ენერგეტიკულ მომავალს.
ენოვუსი 2019 წლიდან ქმნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას საქართველოს მასშტაბით, მცირე პროექტებიდან მრავალმეგავატიან ელექტროსადგურებამდე.
სიახლეები და კომპანიის ამბები.
პროექტები, ტექნოლოგიები და მნიშვნელოვანი განახლებები ENOVUS-ის გუნდისგან.

საქართველოს რაგბის კავშირი: ენერგოდამოუკიდებლობა და მდგრადი მომავალი
ენოვუსმა საქართველოს რაგბის კავშირის ოთხ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მზის ელექტროსადგურების პროექტი წარმატებით დაასრულა - ჯამური დადგმული სიმძლავრით 753 კვტ.

მაღაზიათა ქსელი „ჯიბე“: ენერგოდამოუკიდებლობა და ოპერაციული ეფექტიანობა
ენოვუსმა მაღაზიათა ქსელ „ჯიბესთვის“ ოთხი მზის ელექტროსადგურის პროექტი წარმატებით დაასრულა - ჯამში 1,386 მზის პანელი ოთხ ქალაქში.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა: მდგრადი განათლება მზის ენერგიით
ენოვუსმა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლისთვის 33 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტი წარმატებით დაასრულა.
ყველაფერი, რაც პროექტის დაწყებამდე უნდა იცოდეთ.
გაეცანით ენოვუსი-ის მომსახურებებს, ინვესტიციის ანაზღაურების ვადებს, გარანტიებსა და მრავალწლიან ტექნიკურ მხარდაჭერას. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 032 212 11 01
ენოვუსი არის განახლებადი ენერგიის EPC კომპანია, რომელიც ახორციელებს მზისა და ჰიდრო ენერგიის პროექტების სრულ ციკლს - ენერგოაუდიტიდან და დაპროექტებიდან, მშენებლობასა და მრავალწლიან ტექნიკურ მხარდაჭერამდე.
სისტემის სიმძლავრისა და მოხმარების პროფილის მიხედვით, მზის ელექტროსადგურის ინვესტიცია საშუალოდ 5-7 წელიწადში ანაზღაურდება და შემდგომ ათწლეულების განმავლობაში ქმნის დანაზოგს.
ენოვუსი იყენებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აღჭურვილობას. კომპონენტებზე ვრცელდება მწარმოებლის ოფიციალური გარანტია, ხოლო კომპანია უზრუნველყოფს მრავალწლიან ტექნიკურ მხარდაჭერას.
SolarCare არის ენოვუსის ტექნიკური მომსახურება, რომელიც მოიცავს სისტემის მონიტორინგს, გეგმურ ინსპექტირებასა და ოპერატიულ რეაგირებას, რათა თქვენი ელექტროსადგური მუდმივად ეფექტურად მუშაობდეს.
დაგვიკავშირდით და გაგვიზიარეთ ინფორმაცია თქვენი ობიექტის შესახებ. ენოვუსი-ის გუნდი 24 საათის განმავლობაში მოგამზადებთ ინდივიდუალურ შეთავაზებას და დაგეხმარებათ პროექტის დაგეგმვაში.


