ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა: მდგრადი განათლება მზის ენერგიით

ენოვუსმა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლისთვის მზის ელექტროსადგურის პროექტი წარმატებით დაასრულა, რაც საგანმანათლებლო სექტორში ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
პროექტის დეტალები:
- დადგმული სიმძლავრე: 33 კვტ
- მზის პანელები: 54 ერთეული
- ინვერტორი: 30 კვტ
სრული EPC სერვისი
პროექტი განხორციელდა სრული EPC ციკლით - დაგეგმვიდან და საინჟინრო პროექტირებიდან, სამონტაჟო სამუშაოებისა და სისტემის გაშვებამდე. დამონტაჟებული სისტემა სკოლას საშუალებას აძლევს ეფექტიანად გამოიყენოს მზის ენერგია, შეამციროს საოპერაციო ხარჯები და ხელი შეუწყოს მდგრად გარემოს.
ენოვუსი - სარგებელი ახლაც და მომავალშიც.
