background

ქარის მიკრო ელექტრო სადგური

ქარის მიკრო ელექტრო სადგური არის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური განახლებადი ენერგიის სისტემა

მიმოხილვა

ენოვუსი გახდა ქარის მიკრო ელექტროსადგურების მწარმოებელი პოლონური კომპანია Hipar Sp z o o-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ქარის მიკრო ელექტრო სადგური არის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური განახლებადი ენერგიის სისტემა - ნულოვანი გამონაბოლქვითა და დაბინძურებით.ეფექტურია, როგორც ენერგომომარაგების ძირითადი და დამატებითი წყარო კერძო სახლებისთის, ფერმებისთვის და საწარმოებისთვის.მისი ჩართვა შესაძლებელია ნეტო აღრიცხვის სისტემაში, რაც საშუალებას მოგცემთ სრულად გაანულოთ თქვენი ელექტროენერგიის ხარჯი.

ქარის ტურბინა ქარის ენერგიის 71% (0.42 ბეტცის რიცხვი) ელექტროენერგიად გარდაქმნის. დისკის გენერატორი, რომელიც ქარის კინეტიკურ ენერგიას ელექტროენერგიად აქცევს, შექმნილია ისე, რომ მას არ ჰქონდეს ხახუნის ელემენტები, რის წყალობითაც იგი გამორიცხავს ინსპექტირებისა და მომსახურების საქმიანობას. ექსტრუდირებული ალუმინის პროფილის გამოყენების წყალობით, უნაკერო მონოლითური სტრუქტურით, ტურბინის პირები გამძლეა გათბობით გამოწვეული თერმული გაფართოების მიმართ. გარდა ამისა, კოროზიისგან დასაცავად, ფოლადის ელემენტები გალვანზირებულია და ალუმინის ელემენტებითაა ანოდიზირებული.

ქარის ტურბინებს უამრავი დადებითი თვისება და უპირატესობა აქვს. პირველი რაც გამოარჩევს, არის, რომ შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიმუშავოს ელექტროენერგია. მისი ვერტიკალური ფორმიდან გამომდინარე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა მიმართულებით იდგება ტურბინა, ის მაინც შეძლებს მუშაობას. მზის პანელებისგან განსხვავებით ქარის ტურბინები ნაკლებ ადგილს იკავებენ, რაც ფართის მეტად ხელსაყრელად გამოყენების საშუალებას იძლევა. ტურბინის პირები არის ექსტრუდირებული ალუმინით დამზადებული, რაც უძლებს ყველანაირ კლიმატსა და მდგომარეობას.

დაზოგე ფული, დაზოგე ენერგია!

გაგვაცანი შენთვის სასურველი პროექტის დეტალები და ჩვენ დაგიკავშირდებით

ჩვენი შიდა ქსელთან დაკავშირებული და დამოუკიდეელი PV ენერგიის სისტემებით შესაძლებელია ბიზნესის წარმოებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა.

ზრუნვა გარემოზე

ინდივიდუალური გადაწყვეტილებები

პროფესიონალური შესრულება

შეუკვეთე პროექტი

დამატებითი ინფორმაცია