background

მზის სადგურები

ენერგიისა და თანხის დაზოგვის საუკეთესო საშუალება

მიმოხილვა

ენოვუსი გთავაზობთ ინოვაციურ მაღალპროდუქტიულ და ეფექტურ მზის ენერგიის სისტემებს, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში, მცირე ბიზნესისთვისა და საცხოვრებელ კორპუსებში გამოყენების მიზნით. ჩვენ ვიცით, რომ მზის ენერგიის წარმოების სისტემის დაყენება მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. ამის მიუხედავად, ჩვენს კონსულტანტებთან შეხვედრისას თქვენ მიხვდებით, რომ ეს ინვესტიცია ღირებული და ეკონომიურია. ენოვუსი უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას ფიზიკური პირებისთვის, ბიზნესისთვის და სხვა დაწესებულებებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მზის ენერგიის წარმოების სისტემის დაყენებით და გთავაზობთ ინდივიდუალურად, მომხმარებელის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს.

ენოვუსში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სხვადასხვა სიმძლავრის (455-650 ვატი), 20.8-22% ეფექტურობის პანელები.მონოკრისტალური და პოლიკრისტალური პანელები უზრუნველყოფენ მაქსიმალურ ტევადობას დაყენებული ფართობის ერთეულზე.

რატომ ჩვენ?

ენოვუსი ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევასა და პროდუქციის რეალიზაციაზე. ეს მიდგომა კომპანიას ხდის უნიკალურს და მომხმარებელს აძლევს უსაფრთხოების გარანტიას.

დაზოგე თანხა

ინოვაციური ტექნოლოგიით შეძლებ თავიდან აირიდო ზედმეტი გადასახადები.

მოიამარაგე ენერგია

დააგროვებ საკმარისი რაოდენობის ენერგიას და შემდეგ გამოიყენებ ისე, როგორც ისურვებ

მოიამარაგე ენერგია

ჩვენი გუნდისგან მიიღებ დეტალურ პასუხებს ნებისმიერ კითხვაზე

სისტემები
შიდა ქსელთან დაკავშირებული PV სისტემები

ეს გამოსავალი საშუალებას აძლევს თითოეულ ოჯახს ერთდროულად იყოს ელექტროენერგიის მომხმარებელი და მწარმოებელი. ჩვენი მზის ენერგიის მარტივი სისტემის გამოყენებით შეძლებთ პარალელურ რეჟიმში ჩაერთოთ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოთ გამანაწილებელ კომპანიას ნეტო გამრიცხველიანების საშუალებით. ეს საშუალებას მოგცემთ დაიკმაყოფილოთ საკუთარი მოხმარება, დაზოგოთ თქვენი კომუნალური ხარჯები, და მეტიც, მიიღოთ სარგებელი გამანაწილებელი კომპანიისაგან. კანონის თანახმად, ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანია თქვენ ჩაგითვლით მის ღირებულებას. ძალიან მარტივია მზის ენერგიის წარმოების სისტემის დაყენება. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 10 – დან 50 კვადრატული მეტრის ზომის ცარიელი ზედაპირი და საწყისი ნაწილობრივი ინვესტიცია სისტემის შესაძენად და მისი დამონტაჟებისთვის

სისტემები ბიზნესისთვის

დღევანდელ დღეს ბიზნესს შეუძლია ისარგებლოს მზის ენერგიის გამოყენების უპირატესობით და მნიშვნელოვნად შეამციროს ელექტროენერგიის გადასახადი. ჩვენი კონსულტანტები სპეციალიზირებულნი არიან თითოეული კლიენტისთვის შესაფერისი სისტემის შესაქმნელად, მისი ზომიდან და საქმიანობიდან გამომდინარე - ეს საშუალებას აძლევს მცირე ბიზნესს ისარგებლონ მზის ენერგიის გამოყენების უპირატესობით, რათა სისტემაში ინვესტიცია მათთვისაც ეკონომიკურად მომგებიანი გახადონ

დამოუკიდებელი PV ენერგიის სისტემები - ქსელის გარეთ

არსებობს ბევრი სპეციფიური ადგილი, რომლებიც მოითხოვს სპეციფიურ გადაწყვეტილებებს. Enovus–ის Off-Grid სისტემები დაგავიწყებთ გენერატორების გამორთვის ან მათი გაუმართავი მუშაობის შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ იცხოვროთ ან აწარმოოთ თქვენი ბიზნესი თქვენთვის სასურველ ადგილზე, თუნდაც მის გარშემო არ იყოს ელექტროენერგიის წყარო. გარდა ამისა, Enovus–ის Off-Grid გადაწყვეტილებებით, ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ ელექტროენერგია ტურისტულ ინფრასტრუქტურებს ან სასოფლო-სამეურნეო ბიზნესს. ჩვენი ინჟინრები სისტემის მორგებას ახდენენ თქვენი ადგილმდებარეობისა და საჭიროების შესაბამისად

დაზოგე ფული, დაზოგე ენერგია!

გაგვაცანი შენთვის სასურველი პროექტის დეტალები და ჩვენ დაგიკავშირდებით

ჩვენი შიდა ქსელთან დაკავშირებული და დამოუკიდეელი PV ენერგიის სისტემებით შესაძლებელია ბიზნესის წარმოებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა.

ზრუნვა გარემოზე

ინდივიდუალური გადაწყვეტილებები

პროფესიონალური შესრულება

შეუკვეთე პროექტი

დამატებითი ინფორმაცია