მიმოხილვა
ენოვუსი გთავაზობთ ჰიდროელექტროსადგურების სერვისს კომპანია FROSIO NEXT-თან ერთად. საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს 500კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მქონე მცირე ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას . ჩვენ მზად ვართ აქტიურად დავნერგოთ ეს მიმართულება და განვავითაროთ მუდმივად განახლებადი ენერგიის კულტურა.
თბოელექტროსადგურებთან შედარებით ჰიდროელექტროსადგურები გაცილებით უსაფრთხოა. ქარის და მზის ელექტროსადგურებისგან განსხვავებით კი ჰიდროელექტროსადგური მუდმივად წარმოქმნის ელექტრო ენერგიას, რაც უფრო მომგებიანია.
მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების აშენებას ბუნებისთვისაც მოაქვს სარგებელი. ფილტრების საშუალებით შესაძლებელია დაბინძურებული წყლის გაწმენდა. გამყარებული ნაპირები კი პირდაპირი შედეგია სადგურის აშენების შემდგომ. მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურში ჩადებული ინვესტიცია შეიძლება დიდი ჩანდეს, თუმცა საბოლოო ჯამში ინვესტორი აუცილებლად მიიღებს მოგებას. ამ კონკრეტული მიზნობრიობის გარდა, სადგურის გამოყენება ტურისტული მიმართულებითაც შეიძლება, რაც თავისმხრივ დამატებითი სარგებელია.
რატომ ჩვენ?
ენოვუსი ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევასა და პროდუქციის რეალიზაციაზე. ეს მიდგომა კომპანიას ხდის უნიკალურს და მომხმარებელს აძლევს უსაფრთხოების გარანტიას.
დაზოგე თანხა
ინოვაციური ტექნოლოგიით შეძლებ თავიდან აირიდო ზედმეტი გადასახადები.
მოიამარაგე ენერგია
დააგროვებ საკმარისი რაოდენობის ენერგიას და შემდეგ გამოიყენებ ისე, როგორც ისურვებ
მოიამარაგე ენერგია
ჩვენი გუნდისგან მიიღებ დეტალურ პასუხებს ნებისმიერ კითხვაზე